რუსეთში დათვმა მთვრალ მამაკაცს ხელი მოაჭამა
რუსთში, ირკუტსკის ოლქში დათვმა მთვრალ მამაკაცს ხელი მოაჭამა. 42 წლის ნასვამი მამაკაცი ერთ-ერთი კაფის ტერიტორიაზე მდებარე შემოსაზღვრულში გადაძვრა, რათა იქ მოთავსებული დათვისთვის ეჭმია. სწორედ ამ დროს მხეცი მას თავს დაესხა. მამაკაცის გადარჩენა ბარმენმა შეძლო. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მარჯვენა ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა.