როგორ გამოიყურება ისნის ბაზრობა წუხანდელი ხანძრის შემდეგ
ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი ფილიალის უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა, ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100- ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, დამწვარია 15 კომერციული ობიექტი, სულ 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ბაზრობაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.
ავტორი: ნათია რუხაძე