loader

გიგანტური კაბის ჯიბეში 283 ადამიანი ეტევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგანტური კაბის ჯიბეში 283 ადამიანი ეტევა

ლონდონში Victoria & Albert-ის მუზეუმში გიგანტური წითელი კაბა გამოიფინა. სამოსი კომპანია Aamu Song-ს ეკუთვნის და ის ხელით არის შეკერილი. მის შესაქმნელად 550 კვადრატული ხელოვნური მატყლის ქსოვილი გამოიყენეს.

ვინც კაბას ჩაიცვამს, 1.5 მეტრის სიმაღლის კიბეზე უნდა ავიდეს. კაბის დიამეტრი 20 მეტრია. გიგანტურ წითელ კაბას ჯიბეები აქვს და მათში თავისუფლად ეტევა 283 ადამიანი.

”ძალიან გვიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ ფესტივალში. ლონდონში ისეთი აურაა, რომ აუცილებლად რაღაც გრანდიოზული უნდა შექმნა. ლონდონი შთაგვაგონებს. იმედი მაქვს, რომ ”წითელი კაბაც” შთააგონებს ლონდონს”, - განაცხადა Aamu Song-ის წარმომადგენელმა.

გამოფენა 17 სექტემბერს გაიხსნა და 25 რიცხვამდე გასტანს.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე