loader

აიკრძალება თუ არა ბავშვის დაბადებამდე მისი სქესის დადგენა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აიკრძალება თუ არა ბავშვის დაბადებამდე მისი სქესის დადგენა?

ამ შეკითხვაზე, ოქტომბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმსჯელებენ. როგორც თავად მშობლები ამბობენ, მათთვის სქესის წინასწარ ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროსაბჭოს ინიციატივის მიზეზად, სასურველი სქესის გამო, გახშირებულ აბორტებს ასახელებენ.

გინეკოლოგი ვახტანგ ბარკალაია აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება, როგორც თავად განმარტავს, თემა აქტუალურია, პრევენცია კი - საჭირო.

ნატა ყაზახაშვილი ჩაჩავას კლინიკაში წლებია მუშაობს. იგი განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას მყარი და საფუძვლიანი არგუმენტები სჭირდება.

თუკი ოქტომბერში ევროსაბჭო აღნიშნულ საკითხს დადებითად გადაწყვეტს, საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრ ქვეყანას მოუწევს აკრძალოს ბავშვის დაბადებამდე მისი სქესის დადგენა.