loader

როგორია 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა

3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადავარდა, კვლავ სტაბილურად მძიმეა, თუმცა, ექიმების განმარტებით, ის დღეს დილიდან კონტაქტური გახდა.

ქუთაისის ინტერვენციული კლინიკის ექიმების ინფორმაციით, ჯერჯერობით, დაშავებულისთვის ოპერაციის გაკეთება არ არის სავალდებულო, რადგან იმედოვნებენ, რომ თავის ტვინში გაჟონილი სისხლი
ნელ-ნელა გაიწოვება და 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადავარდა, კვლავ სტაბილურად მძიმეა, თუმცა, ექიმების განმარტებით, ის დღეს დილიდან კონტაქტური გახდა.

შეგახსენებთ, რომ სამ წლამდე ასაკის ბიჭი ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გუშინ გადმოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მცირეწლოვანი საავადმყოფოს მეოთხე სართულზე, ბავშვთა განყოფილების ერთ-ერთ პალატაში დედასთან ერთად იმყოფებოდა. მშობელი მისთვის სადილს ამზადებდა, რა დროსაც ბავშვი ფანჯარაზე ავიდა და გადმოვარდა.