პროკურორის კომენტარი "ციანიდის საქმის" განაჩენის გამოცხადებამდე წუთებით ადრე - "დადგენილია შესაძლო პირთა წრე, ვისგანაც მამალაძეს შეიძლება ციანიდი შეეძინა"
პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. როგორც საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა შორენა თეთრუაშვილის მოკვლის მიზნით შეიძინა ციანიდი და ასევე უკანონოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, სახელმწიფო ბრალდებას აქვს მოლოდინი, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა. პროკურორის შეფასებით, ეს ერთადერთი ლოგიკური და კანონიერი გადაწყვეტილება იქნება.
რაც შეეხება ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეს, როგორც პროკურორმა განმარტა, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
თემას Palitravideo.ge-ზე ნარიტა ჩხაიძე აშუქებს