loader

როგორი იქნება მუხიანში "შარდენის" ანალოგიური სივრცე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი იქნება მუხიანში "შარდენის" ანალოგიური სივრცე

თბილისში, მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე ე.წ. ღამის ქალაქის მოწყობა იგეგმება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ”ქართული ოცნება” აღნიშნულ ადგილზე იმდაგვარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აპირებს, რაც ”შარდენის” ანალოგიური სივრცის განვითარებას შეუწყობს ხელს.

”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბში არ ადასტურებენ, რომ ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია ღამის კლუბებს დაეთმობა. თავად კალაძემ კი, გლდანში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს ადგილი ახალგაზრდების დასასვენებელ ადგილად იქცევა.