ვინ არის ცნობილი მოდელი, რომელიც კიევში მომხდარი აფეთქებისას მანქანაში იმყოფებოდა
კიევში მომხდარი აფეთქებისას, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი გარდაიცვალა, ერთი ქალი დაშავდა. უკრაინულმა მედიამ დაშავებულის მეგობრისგან კომენტარი მოიპოვა, სადაც ის ამბობს, რომ დაშავებული ქალი ცნობილი მოდელია, ის Dior-ის ყოფილი სახეა და მისი სახელია ნატალია. მან მოდელის გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.
დაშავებულის მეგობრის თქმით, აფეთქებისას მანქანაში მყოფი ბავშვი 6 წლის ბიჭია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის უცნობია თუ რა აკავშირება Dior-ის ყოფილ სახეს რუსლან პაპასკირთან, ასევე უცნობია თუ ვისი შვილია აფეთქებისას გადარჩენილი არასრულწლოვანი ბიჭი.