სპექტაკლი "ქეთო და კოტე" მონაკოს პრინცმა ტექნიკური ხარვეზით გაიცნო
კერძოდ, თავადი ლევანის პირველი არიის შესრულებისას, მიკროფონი გაითიშა, შემდეგ კი ხმამ მკვეთრად მოიმატა. სპექტაკლის რეჟისორი დავით დოიაშვილი ამ ფაქტს პრეზიდენტის დაცვას უკავშირებს.
"ხარვეზი იქნებოდა იმიტომ, რომ ძაბვა თამაშობდა, როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როცა პრეზიდენტის დაცვა მოდის, რადგანაც სიხშირეები აჯდება ერთმანეთს ", - აღნიშნავს დოიაშვილი.
კომპოზიტორ ნიკა მემანიშვილის თქმით კი მსგავსი ფაქტი მადონას კონცერტზეც მომხდარა.
სპექტაკლში თავადი ლევანის როლის შემსრულებელი ლადო ათანელი ამბობს, რომ ასეთი ხარვეზი არასოდეს დაფიქსირებულა.
"მართლაც საოცარი სიურპრიზი იყო. ვფიქრობდი, რატომ ჟღერს ხმა ასე თავისუფლად და ნატურალურად-მეთქი.
პირველივე ნოტის დროს მივხვდი, რაშიც იყო საქმე. მოხდა რაღაც ხარვეზი, მითხრეს, ძაბვა დაეცაო. რატომ დაეცა ძაბვა, არ ვიცი. უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ასეთი ხარვეზი არ მოხდება", - აღნიშნავს ლადო ათანელი.
მონაკოს პრინცი ალბერ მეორე საქართველოში ვიზიტით იმყოფება. გუშინ ის ბათუმში ჩაფრინდა, საიდანაც მესტიაში გაემგზავრა და ღირშესანიშნაობები დაათვალიერა. მესტიიდან პრინცი ბათუმში დაბრუნდა, სადაც სპექტაკლ "ქეთო და კოტეს" დაესწრო.