loader

უკრაინაში პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის კორტეჟი საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინაში პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის კორტეჟი საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა

უკრაინის ქალაქ ჩერნივცის მახლობლად პოლიციამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კორტეჟი საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა. ამის შესახებ ტელეარხი ТСН იუწყება.

მათივე ინფორმაციით, სააკაშვილის "ჯიპი" ორი ავტომობილის თანხლებით ქალაქგარეთ მდებარე კომპლექსიდან გამოვიდა და ჩერნივცის მიმართულებით წავიდა. მაგისტრალზე ავტომობილები 150 კილომეტრი საათში სიჩქარით მიდიოდნენ. პოლიციის პატრულმა კორტეჟი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და გასწრების წესების დარღვევის გამო გააჩერა, თუმცა ჯარიმა სააკაშვილსა და მის თანმხლებ პირებს არ გამოუწერეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტის შემდეგ კორტეჟის გადაადგილების მანერა არ შეცვლილა და ავტომობილებმა წესები კიდევ რამდენჯერმე დაარღვიეს.