loader

კაშიამ და ჭანტურიამ "როდა" დაარბიეს: "ვიტესი"-"როდა" 5:0 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაშიამ და ჭანტურიამ "როდა" დაარბიეს: "ვიტესი"-"როდა" 5:0

შაბათს არნემში ქართული დღე იყო - მერაბ ჟორდანიას "ვიტესმა" 5:0 გაანადგურა "როდა" და ცხრილის ზედა მხარეს აინაცვლა. ქართველი პრეზიდენტის გუნდს 5 თამაშიდან უკვე 3 მოგება აქვს.

რაც ყველაზე მთავარია, "ვიტესის" ქართველმა ლეგიონერებმა დიდებულად ითამაშეს. მეორე გოლი სტუმართა კარში 71-ე წუთზე გავიდა და ეს გურამ კაშიამ გააკეთა, გუნდის კაპიტანმა ლამის ნახევარი მოედანი გაიარა ბურთიანად კონტრშეტევაზე, მოატყუა სამი მცველი, მეკარე და ისე აიღო "როდას" კარი.

ეს კაშიას პირველი გოლია სეზონში. მცველს თანამემამულე ფორვარდმაც უმალ აუბა მხარი, ორ წუთში გიორგი ჭანტურიამ შორეული გასროლით სტუმართა "ცხრიანში" გაიტანა. ამით არ დასრულებულა ჩვენებურთა გმირობანი, 76-ე წუთზე ჭანტურიამ თავგზა აუბნია ფლანგზე მცველებს და ის მხოლოდ წესის დარღვევით შეაჩერეს, პენალტი კი სხვამ დაარტყა. 18 წლის ჭანტურიამ სეზონში მე-2 გოლი გაიტანა.

www.sportall.ge