თბილისის მერია ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაღის დირექტორისა და სასწავლო პროცესის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი აღმზრდელებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
თბილისის მერი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ავალებს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც კონკრეტული შემთხვევისას ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე, - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, მერია მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.
მათივე ინფორმაციით, მერია მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.