"ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი ბოლო სერიის გამო საპატრიარქოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ
"ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის" თავმჯდომარე გიორგი თევზაძე საგანგებო განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს, მოახდინოს მყისიერი რეაგირება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ერთ-ერთ სერიალში სამღვდელოებასთან დაკავშირებით გასული სცენის გამო.