რუსეთში შესაძლოა Facebook, Google, WhatsApp, Viber და Telegram დაიბლოკოს
Telegram, ისევე, როგორც სხვა ინტერნეტსერვისები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაიცავენ, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ. ეს კანონი WhatsApp-ზე, Viber-ზე, Google-სა და Facebook-ზეც ვრცელდება - ამის შესახებ "რია ნოვოსტის" რუსეთის კავშირგაბმულობის და მასობრივი კომუნიკაციის მინისტრმა ნიკოლაი ნიკიფოროვმა განუცხადა.