loader

ბოტიჩელის "ვენერა" თბილისში - ეროვნული გალერეა ორ იტალიურ გამოფენას მასპინძლობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოტიჩელის "ვენერა" თბილისში - ეროვნული გალერეა ორ იტალიურ გამოფენას მასპინძლობს

"ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე" - ორი უნივერსალური იტალიური გამოფენა თბილისში
"უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე" - ამ სლოგანით ეროვნული გალერეა ორ იტალიურ გამოფენას მასპინძლობს. სანდრო ბოტიჩელის ცნობილი ტილო - "ვენერა" გალერეაში უკვე გამოიფინა. "ვენერა" რენესანსის ეპოქის ნეოპლატონური ფილოსოფიის თანახმად, სიყვარულის ორი ასპექტის – გრძნობისმიერისა და ღვთაებრივის განსახიერებაა. უნიკალური ექსპოზიციის გახსნას ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები, მათ შორის პრემიერი დაესწრნენ.

ღონისძიება ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. ბოტიჩელის პარალელურად მეორე პროექტი მულტიმედიურია და კარავაჯოს 40 ნამუშევარს აერთიანებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებშია გაბნეული და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მათი ერთ სივრცეში ნახვა იქნება შესაძლებელი. ეროვნული გალერეა დამთვალიერებელს 29 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.