loader

"იმიჯ-ცენტრმა" ”მის-საქართველო 2011”-ის ფინალისტები გამოავლინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმიჯ-ცენტრმა" ”მის-საქართველო 2011”-ის ფინალისტები გამოავლინა

ვაკეში მდებარე საიუველირო მაღაზია "ზარაფხანაში" დღეს, 20 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე "იმიჯ ცენტრის" ხელმძღვანელმა ია კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ "მის საქართველო 2011"-ის ფინალური კონკურსი ბათუმში 1 ოქტომბერს გაიმართება, სადაც მის საქართველო და "ვიცე-მის საქართველოები" დასახელდებიან.
ნოემბერში კი 1 ოქტომბერს გამოვლენილი "მის საქართველო 2011" ლონდონში "მის მსოფლიოს" კონკურსზე გაემგზავრება, რომელიც დიდ ბრიტანეთში უკვე მესამოცედ იმართება.

კონკურს "მის საქართველოს" ინიციატორი "იმიჯ ცენტრია", რომელიც 2003 წლიდან "მის საქართველოს" ორგანიზატორი და მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული და გრანდიოზული სილამაზის კონკურსების - "მის მსოფლიოს", "მის სამყაროს", "მის ინტერკონტინენტალისა" და "მის ტურიზმ ინტერნეიშენალის" ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური ლიცენზიების მფლობელია საქართველოში.

პრესკონფერენციაზე 20 კონკურსანტი გოგონაც იმყოფებოდა, რომლებიც "ზარაფხანამ" სამკაულებით დაასაჩუქრა.