მუხიანში ცხედარი იპოვეს - ახალგაზრდა მამაკაცს დენმა დაარტყა
მუხიანის პირველ მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ცხედარი სისხლიანია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს დენმა დაარტყა და მასზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.