სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გააძევა ცეკვის მასწავლებელმა გაკვეთილიდან 5 წლის ბავშვი ფიზიკური ზემოქმედების შედეგად - რა მოხდა 98-ე საბავშვო ბაღში?
98-ე საბავშვო ბაღში დღეს პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველები 5 წლის ბავშვის დედამ გამოიძახა, რომელიც ცეკვის მასწავლებელს მოზარდის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ცემის ფაქტს თავად მასწავლებელი უარყოფს, თუმცა კადრებში, რომელიც სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, უხეში მოპყრობის ფაქტი კარგად ჩანს.