loader

სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს კიევში მომხდარი ტერორისტული აქტის პირველი წუთები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს კიევში მომხდარი ტერორისტული აქტის პირველი წუთები

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის მრჩეველი ივან ვარჩენკო აცხადებს, რომ იგორ მოსიჩუკზე თავდასხმაში "რუსული კვალი არსებობს", ხოლო მისი მკვლელობით ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი იყო დაინტერესებული. ამის შესახებ ვარჩენკომ ტელეარხ "112 უკრაინას" განუცხადა.

მისი თქმით, კადიროვს შესაძლოა დეპუტატზე თავდასხმასთან კავშირი ჰქონდეს, ვინაიდან 2014 წელს ის მოსიჩუკს მოკვლით ემუქრებოდა.

შეგახსენებთ, რომ კიევში ტელეკომპანია "ესპრესოსთან" მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის, იგორ მოსიჩუკი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა.