მთვრალი ექთანი რუსული სოციალური ქსელების "ვარსკვლავი" გახდა
რუსეთში, ქალაქ ომსკში გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანს, როგორ ეცემა ტრავმატოლოგიური კლინიკის ექთანი იატაკზე. ქალი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია. როგორც თავად ექთანმა განმარტა, იგი მეუღლესთან განქორწინების შემდეგ ღრმა დეპრესიაშია, რის გამოც მას ექიმმა ძლიერი ანტიდეპრესანტები გამოუწერა. ექთნის თქმით, მან დოზა ვერ გათვალა.