loader

ჩეჩნეთში 25 წლის მომღერალი დაიკარგა, რომლის გაუჩინარებას ახლობლები ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიებს უკავშირებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩეჩნეთში 25 წლის მომღერალი დაიკარგა, რომლის გაუჩინარებას ახლობლები ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიებს უკავშირებენ

ჩეჩნეთში ადამიანების გაუჩინარების პროცესი გრძელდება - ამჯერად, 25 წლის მომღერალი ზელიმხან ბაკაევი დაიკარგა. მას ოჯახის წევრები და ახლობლები 8 აგვისტოს შემდეგ ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, 25 წლის ჩეჩენი მოსკოვიდან გროზნოში, დის ქორწილში გაემგზავრა და მეორე დღესვე, მოსკოვში უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა, ის 8 აგვისტოს, გროზნოში ჩასვლისთანავე, სამხედროფორმიანებმა ქალაქის ცენტრში დააკავეს. კიდევ ერთი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მისი გატაცება ჩეჩნეთის პარლამენტის დეპუტატს, ადამ დელიმნახოვს უკავშირდება.

ჩეჩნეთში, "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის" ბრალდებით, არაერთი ადამიანი დააკავეს. სკანდალურ ინფორმაციას "ნოვაია გაზეტა" ავრცელებდა, რომლის თქმითაც, ერთ ღამეში 10 გეი ადამიანი, ყველანაირი სასამართლო პროცესისა და საქმის შესწავლის გარეშე, საიდუმლო ციხეში დახვრიტეს, ათამდე ადამიანის ბედი კი დღემდე გაურკვეველია...