loader

მოსკოვის დიდი თეატრიდან გუშინ 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, "გუმ"-იდან კი - 2800 ადამიანის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვის დიდი თეატრიდან გუშინ 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, "გუმ"-იდან კი - 2800 ადამიანის

მოსკოვის დიდი თეატრიდან, მოსალოდნელი აფეთქების შესახებ ანონიმური ზარის საფუძველზე, გუშინ საღამოს 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. თეატრის ბეთჰოვენის დარბაზში საღამოს კონცერტი გაუქმდა.

გარდა ამისა, მანამდე 2800 ადამიანის ევაკუაცია მოსკოვის სავაჭრო სახლ "გუმ"-იდანაც განხორციელდა, სასტუმრო "მეტროპოლი" კი ორი ათასზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს.

გუშინვე, მოსკოვში ხალხის ევაკუაცია განხორციელდა კინოთეატრებიდან და სხვა სავაჭრო ცენტრებიდან. მათ შორის "ევროპეისკიდან" და "დისკონტიდან" 11 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

სააგენტოს ინფორმაციით, სატელეფონო ტერორიზმის ტალღა რუსეთში 11 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ რუსეთის სხვადასხვა დაწესებულებიდან, მთლიანობაში, 1,4 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.