loader

"რატომ უნდა გავრიცხოთ გურამი ან მე რატომ უნდა დავტოვო თანამდებობა, ეს ნამდვილად არ მესმის" - კობიაშვილი კაშიას სკანდალზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რატომ უნდა გავრიცხოთ გურამი ან მე რატომ უნდა დავტოვო თანამდებობა, ეს ნამდვილად არ მესმის" - კობიაშვილი კაშიას სკანდალზე

ფეხბურთის ფედრაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გაუგებრად მიიჩნევს "ქართული მარშის" მოთხოვნებს, რომ ეროვნული ნაკრებიდან გაირიცხოს ფეხბურთელი გურამ კაშია "ლგბტ" თემის სამკლაურის გაკეთების გამო, ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვოს.

როგორც ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა. ამასთან, კითხვაზე, ელოდა თუ არა გურამ კაშია "ლგბტ" თემის სამკლაურის გაკეთების გამო საქართველოში მწვავე რეაქციას, კობიაშვილი ამბობს, რომ ამ თემაზე კომენტარი პირადად კაშიამ გააკეთა და საკითხზე საუბრის გაგრძელებას თავადაც არ აპირებს.