loader

სექსუალური ძალადობა შშმ პირზე თუ ცრუ ბრალდება? - შემზარავი შემთხვევა კახეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სექსუალური ძალადობა შშმ პირზე თუ ცრუ ბრალდება? - შემზარავი შემთხვევა კახეთში

კახეთის ერთ-ერთ სოფელში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 30 წლის ქალი, სავარაუდოდ, მისმა მეზობელმა გააუპატიურა. ოჯახის წევრების თქმით, ქალი ორსუალდ არის. შემთხვევა მიმდინარე წლის აპრილში მოხდა . როგორც "პალიტრავიდეოსთან" ქალის და ამბობს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალზე კაცმა სექსუალური კავშირი დაამყარა. 7 თვის ორსულის ოჯახს გადაწყვეტილი აქვს, რომ დაბადებისთანავე ჩვილი სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის გადასცეს, რადგან მის გაზრდას ევრ შეძლებენ.

სექესულურ ძალადობაზე საუბრობენ თანასოფლელებიც. მათი ინფორმაციით 30 წლამდე ქალი კაცს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდა და მასთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა. მათივე თქმით, სწორედ ამ სიახლოვით ისარგებლმა კაცმა და ძალის გამოყენებით და მუქარით გააუპატიურა, რის შესახებაც ქალმა მეზობლებთან დეტალებზე ისაუბრა.

ამ ეტაპზე ორსული ქალი სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულ კაცს, ის კამერერბთან არ ჩნდება. ოჯახის თქმით, ბრალდებული სოფელში არ იმყოფება. მეზობელ ქალთან სექსუალურ კავშირს ადასტურებს 54 წლის კაცის მეუღლე, თუმცა, ძალადობის ფაქტს უარყოფს.
ფაქტს ადასტურებს შინაგან სამეთა სამინსიტროც. მათი განცხადებით, საქმეზე გამოძიება 137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. გამოძიების საბოლოო ვერსია კი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი საქმის ძიება გრძელდება.

ავტორი: ნათია წითელაური