დავით ჯალაღანია ტუვალუს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტს უკანონო ქმედებას უწოდებს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია არალეგიტიმურ და უკანონო ქმედებას უწოდებს ტუვალუს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტს.
როგორც ჯალაღანიამ განაცხადა, აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ აფხაზეთისა და რუსეთის პრესის მეშვეობით ვრცელდება. ჯალაღანიას განცხადებით, საერთაშორისო პრეცენდენტიდან გამომდინარე, ეს ფაქტი რეალობას ვერ შეცვლის.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ტუვალუმ ცოტა ხნის წინ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, ასევე ამ ქვეყანამ მხარი დაუჭირა საქართველოს რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ლტოლვილთა დაბრუნებისა და მათი ინტერესების თაობაზე. "ამდენად, საკმაოდ გასაკვირი და სამწუხარო ფაქტია, ეს მიუთითებს თუ რამდენად აქტიურად მუშაობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აღიარების ყიდვის, შანტაჟისა და ზეწოლის კუთხით", - განაცხადა ჯალაღანიამ.