loader

რუსთველი თეატრში სეზონი რობერტ სტურუამ გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთველი თეატრში სეზონი რობერტ სტურუამ გახსნა

რუსთაველის თეატრში ახალი სეზონი გაიხსნა. რობერტ სტურუას სპექტაკლმა - "ნადირობის სეზონი" სრული ანშლაგით ჩაიარა. ტრაგიკომიკურმა ფანტასმაგორიამ მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

სპექტაკლის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში არ წყდებოდა ტაში და შეძახილები. მაყურებელი განსაკუთრებით მაშინ გააქტიურდა, როდესაც სცენაზე სპექტაკლის რეჟისორი რობერტ სტურუა ავიდა.

სამადლობელი ჟესტიკულაცია და არც ერთი სიტყვა – ასე წარსდგა რუსთაველის თეატრის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა სცენაზე.

პრემიერას ესწრებოდნენ: პიესის ავტორი თამაზ ჭილაძე და კომპოზიტორი გია ყანჩელი, რეჟისორის შემოქმედების თაყვანისმცემლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, აგრეთვე, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც პრემიერაზე მეუღლესთან ერთად მივიდა.

წარმოდგენა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. სპექტაკლი წარმოადგინეს რუსთაველის თეატრის მსახიობებმა - ია სუხიტაშვილმა, გოგა ბარბაქაძემ, ლევან ბერიკაშვილმა, ზუკა პაპუაშვილმა, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძემ, ზაზა ბარათაშვილმა, გელა თავბერიძემ, კახა კუპატაძემ, გაგი სვანიძემ და ბექა სონღულაშვილმა.
რობერტ სტურუას "ნადრობის სეზონის" საპრემიერო ჩვენებები 24 და 25 სექტემბერს გაიმართება. 29 სექტემბერს კი, სპექტაკლი ნაჩვენები იქნება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, სინქრონული თარგმანის თანხლებით, ინგლისურ ენაზე.

რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 9 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებას ხელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა აწერს.