loader

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციის გამო 3 რეისი შეფერხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციის გამო 3 რეისი შეფერხდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ევაკუაციის შედეგად 3 რეისი შეფერხდა.

აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შეფერხდა რეისები თბილისი-ასტანის, თბილისი-თელ-ავივის და თბილისი-თეირანის მიმართულებით. მათივე ცნობით, აეროპორტს რეისების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნია.

ამ წუთებში აეროპორტში რეისი დაგვიანებით უკვე განახორციელა თბილისი-ასტანას რეისმა. დაგვიანებით რეგისტრაციას გადიან თბილისი-თელ-ავივი და თბილისი-თეირანის მგზავრები.