გაგარინის 10 ნომერში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოანგრიეს
გაგარინის 10 ნომერში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოანგრიეს. შენობის სრული დემონტაჟი ინვესტორთან მოლაპარაკების შემდეგ იგეგმება. თბილისის მერი მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. კახა კალაძე ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა გაყვანილია, მცხოვრებლები დროებით ქირით გასვლას 14 ნოემბერს დათანხმდნენ. მერიის ცნობით, საცხოვრებელი შენობა ავარიულია.