CERN-ის ფიზიკოსები: სინათლის სიჩქარე ყველაზე სწრაფი არ არის
დაახლოებით 100 წლის წინ ალბერტ ეინშტეინმა დაამტკიცა, რომ ყველაზე სწრაფი სინათლის სიჩქარეა. მაგრამ სულ ახლახანს გაირკვა, რომ ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ბუნების კანონებს, შესაძლოა შემცდარიყო.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ფიზიკის ლაბორატორიის CERN-ის (შვეიცარია) წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ სუბატომური ნაწილაკები სინათლეზე ბევრად სწრაფად მოძრაობენ.
თუ ეს თეორია დამტკიცდა, მაშინ უარყოფილი იქნება აქამდე მიღებული სამყაროს მოწყობის ყველა სტანდარტული ფიზიკური მოდელი.
ეინშტეინმა ფარდობითობის თეორია 1905 წელს შექმნა. თეორიის მიხედვით, არაფერს შეუძლია ვაკუუმში მოთავსებულ სინათლეზე სწრაფად მოძრაობა. მაგრამ CERN-ის ლაბორატორიის ფიზიკოსების კვლევის შედეგად, ნეიტრინოებმა 732 კილომეტრის გავლისას სინათლის სისწრაფეს 60 ნანოწამით გაუსწრეს.
აღმოჩენამ იმდენად გააოცა ამერიკელი და იაპონელი მეცნიერები, რომ მათ შედეგების გადახედვა მოითხოვეს, სანამ ახალი ამბავი ოფიციალურად დადასტურდება.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე