ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა
ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდიც გარდაიცვალა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გუშინ დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გუშინ დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.