ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების გამო შსს-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა
დასახვეწია მანდატურების ინსტიტუტი, რათა მათ უზრუნველყონ იმ კონფლიქტების პრევენცია, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში იწყება და პოტენციურად, შესაძლოა, ამ სივრცის გარეთ გაგრძელდეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, სამინისტრო ძალადობის თითოეულ ფაქტზე უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.