ქართულმა მედიამ ვენაში ბადრი ბიწაძე გადაიღო
ქართულმა მედიამ ვენაში სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე გადაიღო. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბადრი ბიწაძე ავსტრიაში, მეუღლესთან, ნინო ბურჯანაძესა და შვილთან ერთად, სასტუმრო "გრანდ-ოტელში" იმყოფება.
ბადრი ბიწაძემ ჟურნალისტების კითხვებს საცხოვრებელი ადგილის შესახებ არ უპასუხა და კამერებისთვის თავის არიდებაც სცადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ბიწაძეს დაუსწრებლად 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებას გულისხმობს.
ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი 26 მაისის შემდეგ უცნობი იყო. ნინო ბურჯანაძე აცხადებდა, რომ მისი მეუღლე ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში იმყოფებოდა, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს ელოდებოდა.