გაკვეთილების დასრულების შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მეთვალყურეობას ყველა სკოლასთან გააძლიერებენ
განათლების მინისტრის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლასთან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მეთვალყურეობას გააძლიერებენ. აღნიშნულის შესახებ ჩხენკელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, ასევე ფუნდამენტურად გადაიხედება მანდატურის სამსახური და მოხდება მისი გაძლიერება.