loader

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 25:9 დაამარცხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 25:9 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 25:9 დაამარცხეს.

შეხვედრის ორივე ნახევარი ქართველების უპირატესობით მიმდინარეობდა. ქართველებმა მეტოქეს მეორე ტაიმში ლელოც დაუდეს. შეხვედრის ერთადერთი ლელო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ მამუკა გორგოძემ დადო.
მამუკა გორგოძის ლელოს გარდა, ქართველებმა მეტოქეს ექვსი ჯარიმა გაუტანეს - ხუთი მერაბ კვირიკაშვილის, ხოლო ერთი მალხაზ ურჯუკაშვილის ანგარიშზეა. გარდა ჯარიმებისა, მერაბ კვირიკაშვილმა მამუკა გორგოძის ლელოს შემდეგ ზუსტად შეასრულა გარდასახვაც. რუმინეთის ნაკრებმა ქართველებს მხოლოდ სამი ზუსტი საჯარიმოთი უპასუხა.

საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მესამე შეხვედრა გამართა. პირველ შეხვედრაში დამარცხდა შოტლანდიის ნაკრებთან, შემდეგ კი - ინგლისის გუნდთან, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია.

შემდეგ შეხვედრას ქართველები 2 ოქტომბერს არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით გამთენიისას, 04.00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები დღეს შემდეგი შემადგენლობით თამაშობდა: 15. ლაშა ხმალაძე, 14. რევაზ გიგაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია. 16. გოდერძი შველიძე, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ლევან დათუნაშვილი, 19. გივი ბერიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი ჩხიკვაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი.