loader

სამხრეთ აფრიკაში H&M-ის მაღაზიები დაარბიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამხრეთ აფრიკაში H&M-ის მაღაზიები დაარბიეს

სამხრეთ აფრიკაში ოპოზიციური პარტიის წევრებმა H&M-ის მაღაზიები დაარბიეს. ქვეყნის მასშტაბით პროტესტის ნიშნად ისინი შვედური ბრენდის მაღაზიებში შეიჭრნენ და ის სარეკლამო ბანერი გააპროტესტეს, რომელზეც ფერადკანიან ბიჭუნას აცვია სვიტერი, წარწერით "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში".

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოპოზიციური პარტიის წევრები მოუწოდებენ სავაჭრო ცენტრებს, დახურონ H&M-ის მაღაზიები.

შეგახსენებთ, H&M სკანდალში გასულ კვირას გაეხვია. სოციალური მედიის მომხმარებლები კომპანიას რასიზმში ადანაშაულებენ.

მომხდარის გამო H&M-მა ბოდიშიც მოიხადა.