"დაიბადა თომა მარგველაშვილი" - პრეზიდენტი მესამე შვილის მამა გახდა
გიორგი მარგველაშვილი მესამე შვილის მამა გახდა. როგორც "პალიტრანიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, თომა მარგველაშვილი გუშინ საღამოს ღუდუშაურის კლინიკაში დაიბადა. პრეზიდენტის მეორე ვაჟი 2.950 კგ-ს იწონის. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
გიორგი მარგველაშვილს ჰყავს ასევე უფროსი გოგონა ანა მარგველაშვილი და სამი წლის თემო. პრეზიდენტს და პირველ ლედის, მაკა ჩიჩუას ერთად ოთხი შვილი ჰყავთ.
ფოტოზე პრეზიდენტი პირველ ვაჟთან, თემო მარგველაშვილთან ერთად არის.