loader

გიორგი ჭანტურიას მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს – რას ამბობს ექიმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ჭანტურიას მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს – რას ამბობს ექიმი

ექიმის ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას მამას, ზურაბ ჭანტურიას გულის არეში ტკივილი და მაღალი წნევა აღენიშნება, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

გიორგი ჭანტურიას მამა სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში რუსთავში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაჰყავს.

რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე, სადაც ამ დროისთვის გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში განმეორებითი ჩხრეკა მიმდინარეობს, სასწრაფო დახმარების გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი ჭანტურიას მამა შეუძლოდ გახდა. ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიციელები ამ დრომდე რჩებიან. პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობს ასევე გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე.