loader

2 ნორმა, რომლის დაკმაყოფილებაც ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე მოუწევთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2 ნორმა, რომლის დაკმაყოფილებაც ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე მოუწევთ

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის მიმართული იმაზე, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ თანხების მობილიზება ან ამოღება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ტაქსების რეგულირების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ბითაძემ განმარტა, მძღოლებს რეგისტრაციისთვის პირველ ეტაპზე მარტივი ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ. კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ ტაქსის ტრაფარეტი და ნებართვა, რომლითაც დადასტურდება, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები.