როგორ აკავებენ მამაკაცს თბილისის მეტროში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"პალიტრავიდეომ" ინფორმაცია შსს-ში გადაამოწმა. როგორც აღმოჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურში "თავისუფლების მოედანი" 2 პირი დააკავა. როგორც "პალიტრავიდეოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) არიან დაკავებულები.
"საპატრულო პოლიციამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), დააკავა 2 მოქალაქე, რომლებიც მეტროპოლიტენში არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, მათ შორის იყენებდნენ უცენზურო სიტყვებს", - აცხადებენ შსს-ში.