loader

როგორ გამოიყურება ვარკეთილის მეტრო ჭერის ჩამონგრევის შემდეგ - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ვარკეთილის მეტრო ჭერის ჩამონგრევის შემდეგ - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

მეტროსადგური "ვარკეთილი" დღეს მგზავრებს ვერ მოემსახურება, მატარებლები მეტროსადგურ "სამგორამდე" იმოძრავებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზიანება მიიღო შვიდმა ადამიანმა.

"დაშავება მიიღო შვიდმა მგზავრმა. სასწრაფო მობილიზებულია, ყველას აღმოუჩინეს დახმარება და გადაიყვანენ საავადმყოფოებში. დღეს მეტროსადგური "ვარკეთილი" მგზავრებს ვერ მოემსახურება და მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ "სამგორამდე", - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.


რა ვითარებაა მეტროსადგურ "ვარკეთილთან", სადაც ცოტა ხნის წინ, ჭერი ჩამოინგრა

"შუაში ვინც იდგა სავარაუდოდ მთლიანი კონსტრუქცია დაეცემოდა" - რას ყვება თვითმხილველი

"უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე" - კახა კალაძის პირველი კომენტარი ჭერის ჩამონგრევაზე

"დავინახე, რომ მთლიანი ჭერი ჩემკენ ეცემა, საშინელი სანახავი იყო, ისტერიულად ვყვიროდი" – თვითმხილველი მეტროში მომხდარს დეტალურად იხსენებს