ado.slave('adoceanadvertlinegezdhtljqjof', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });
00:00 / 00:00
Autoplay
ado.slave('adoceanadvertlinegeweojpwjoya', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

"უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე" - კახა კალაძის პირველი კომენტარი ჭერის ჩამონგრევაზე

11:54 / 30-01-2018
ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება ამ კონკრეტულ ფაქტს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელიც მეტროსადგურ "ვარკეთილთან", შემთხვევის ადგილზე მივიდა.

მისი თქმით, აღნიშნულ მეტროსადგურში სამუშაოები აგვისტოში დასრულდა, სექტემბერში კი ექსპლუატაციაში შევიდა. კალაძის განცხადებით, იგივე კომპანიამ ჩაატარა სამუშაოები მეტროსადგურში "ახმეტელის თეატრში", ამიტომ "დღესვე დაიწყება გადამოწმება, თუ როგორ არის სამუშაოები ჩატარებული, რათა ყველა უბედურება იყოს თავიდან აცილებული".

"საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ, დაშავდა 11 ადამიანი. მოხდა ჭერის ჩამონგრევა. ამჟამად ყველა დაშავებული გადაყვანილია კლინიკებში. ველოდებით კრიმინალისტებს, რომ დაიწყონ შესწავლა, თუ რა მოხდა რეალურად. ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობებს, მის ხარისხს. ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება ამ კონრეტულ ფაქტს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე.

თუ ვისი პასუხისმგებლობაა დღეს მომხდარ ამბავში, ამას დაადგენენ შესაბამისი სამსახურები", - აღნიშნა კალაძემ.

ავტორი: ნარიტა ჩხაიძე

"დავინახე, რომ მთლიანი ჭერი ჩემკენ ეცემა, საშინელი სანახავი იყო, ისტერიულად ვყვიროდი" – თვითმხილველი მეტროში მომხდარს დეტალურად იხსენებს

როგორ გამოიყურება ვარკეთილის მეტრო ჭერის ჩამონგრევის შემდეგ - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან
მკითხველის კომენტარები / 15 /
???????????????????????
კარგით რაა ხალხო, ბათუმში რომ აფეთქდა ბენზინგასამართი სადგური, დაისაჯა ვინმე? მასხარად აგვიგდო ბათუმის მერმა, გამოვიდა და თქვა ეგ სადგური უკანონო იყოო. ცხვირწინ უკანონო ბენზინგასამართი უფეთქდება, სასტუმროში ხალხი კვამლით იგუდება, ვისაც რა მოეპრიანება იმას აშენებს და მერიას რომ მიმართავ, ჩვენ არ გვეხებაო გეუბნებიან. რა ეხებათ , მხოლოდ ყვავილების გადარგვა-გადმორგვა? რა თქმა უნდა, მაგარი რამეა, დიდი ფული კეთდება მაგაში, მაგრამ სულ ცოტა სინდისი არავის აწუხებს?
თარიღი : 30-01-2018
ვისი დამსჯელები ხართ ქოცებოო!
გამოიყვანეთ ეგ მახინჯი ნარმანია თავისი წარმატებებით რომ ამაყობს და ცხვირი უგალე უკანონო მშენებლობებზე. ვარკეთილის მეტროს რომ ამოუყვებით ხელმარჯვნივ 500 მეტრში ბუმია კორპუსების.ლამის ძველ კორპუსებზე მიშენებული. ნორმალური მერი, თუ ფული არ აიღო, ნებას როგორ დართავდა. ამ დროს, პირველ სართულზე ორ საფეხურიანი კიბე მიაშენა მეზობელმა და მოუნგრიეს, თან 400 ლარი ჯარიმა აკიდეს. მეორეს ძაღლის ქოხი. კორუფცია და ბიზნესმენიბი აყვავდნენ. აი., ვინ უნდა ილოცონ ბიძინაზე. დანარჩენები ბიძოსაც წყევლიან და საკუთარ გაჩენასაც. თქვენი გამოძიებული აქამდე რამე გვინახავს, რომ დაგიჯეროთ. დღეს ხვალეობაში გაიწელება დრო და ამასობაში ამ მთავრობასაც მოისვრის ხალხი მოუსავლეთში. მართალია უვიცების და უნდილების სახელით, მაგრამ გამაძღარები და თვითკმაყოფილები.ასეა ეს. გ ა უ შ ვ ი ი ი თ.
თარიღი : 30-01-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ახლა კითხულობენ

ბოლო სიახლეები

პოპულარული

ado.slave('adoceanadvertlinegetffqcudtev', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

"უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე" - კახა კალაძის პირველი კომენტარი ჭერის ჩამონგრევაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა