ექსკლუზიური კადრები, რომლებიც მეტრო "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული
მედიაში მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება. ვიდეომასალას ტელეკომპანია "პალიტრანიუსი" ავრცელებს. კადრებში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მოქალაქეები ჩანან, რომლებსაც სხვა მგზავრები და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები დახმარებას უწევენ.
როგორც ცნობილია, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი დღეს დილით ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, რომლებიც 4 კლინიკაში არიან გადანაწილებულნი.
როგორც ცნობილია, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი დღეს დილით ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, რომლებიც 4 კლინიკაში არიან გადანაწილებულნი.