"ეს ბიჭებისთვის!" – რუსი პილოტის უკანასკნელი სიტყვები აფეთქებამდე
ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ასახულია რუსი პილოტის უაკანსკნელი ბრძოლა სირიის პროვინცია იდლიბში. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მოაქცია ათმა სირიელმა მებრძოლმა პილოტი ალყაში, ასევე ისმის პილოტის უკანასკნელი სიტყვები.
"ეს ბიჭებისთვის! – ყვირის რუსი ოფიცერი, რის შემდეგაც ისმის აფეთქების ხმა. Directorate 4-ის ინფორმაციით, რუსმა პილოტმა თავი აიფეთქა, რომ ტყვედ არ ჩავარდნილიყო.