loader

ქუთაისის გზაზე ავარიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ოჯახი მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის დასჯას მოითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისის გზაზე ავარიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ოჯახი მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის დასჯას მოითხოვს

ქუთაისის შემოვლით გზაზე, 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუა ავარიაში მონაწილე მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის დასჯას მოითხოვს. როგორც ნანა თოდუა სოციალურ ქსელში წერს, ავარია სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია. ყველამ, ცნობილმა მეცნიერმა, ხელოვანმა, სპორტსმენმა, თანამდებობის პირმა თუ უბრალო მოქალაქემ, ყველამ ერთნაირად უნდა აგოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის" - წერს ნანა თოდუა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, კვირიკაშვილის ბრალეულობა ექსპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებები და მოწმეების ჩვენებები ადასტურებს. მორაგბის ადვოკატის განცხადებით, კვირიკაშვილს აღნიშნულ საქმეზე ბრალი წაყენებული აქვს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით. ამჟამად ის 15-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.