ვინ არის დოდო გუგეშაშვილი
თბილისში, დიღმის მასივში, საცხოვრებელ ბინაში თავს დაესხნენ აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს გუგეშაშვილის ვაჟი, თავად ქალბატონი კი დაჭრილია. "დოდო თავისი ფეხით ჩამოვიდა მე-13-დან მე-11 სართულამდე და იქ წაიქცა. სისხლი სდიოდა, თან ყვიროდა, მიშველეთ, შვილი მომიკლესო. მაშინვე სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახეთ", - მოუყვა ერთ-ერთი მეზობელი "ინტერპრესნიუსს".
წყარო
წყარო