loader

ელექტრო სიგარეტის კვამლი დნმ-ს აზიანებს, რამაც შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებების განვითარება გამოიწვიოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელექტრო სიგარეტის კვამლი დნმ-ს აზიანებს, რამაც შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებების განვითარება გამოიწვიოს

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ელექტროსიგარეტის კვამლი დნმ-ს აზიანებს, რამაც შეიძლება ონკოლოგიური დაავადებების განვითარება გამოიწვიოს.

ბიოლოგებმა ელექტროსიგარეტის კვამლის გავლენა თაგვებზე შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ კვამლი აზიანებს გენეტიკურ მასალას შარდის ბუშტში, ფილტვებისა და გულის უჯრედებში.

მკვლევარების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროსიგარეტის კვამლში თამბაქოს კვამლთან შედარებით ნაკლები კარცეროგენია, ონკოლოგიური დაავადებების რისკი ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლებში უფრო მაღალია, ვიდრე არამწეველებში.