loader

შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ცენტრში – დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ცენტრში – დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია

თბილისის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დღეს, გამთენიისას, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მათივე ცნობით, თავდამსხმელი დაჭრილისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა, რასაც ჯერ ჩხუბი, შემდეგ კი გასროლა მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეომა მძიმეა. ის გადაყვანილია ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.