loader

შემზარავი კადრები: რა ხდებოდა საკლასო ოთახში, როდესაც მოზარდმა სროლა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი კადრები: რა ხდებოდა საკლასო ოთახში, როდესაც მოზარდმა სროლა დაიწყო

ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, სკოლის 17 მოსწავლე დაიღუპა და 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. დაჭრილები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაული სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 19 წლის ნიკოლას დე ხესუს კრუზმა ჩაიდინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლას დე ხესუს კრუზი მანამდე სკოლიდან ცუდი დისციპლინის გამო გარიცხეს.

ამასთან, სენატში ფლორიდის შტატის წარმომადგენლის, ბილ ნელსონის განცხადებით, თავდასხმამდე დამნაშავემ აირწინაღი გაიკეთა და სახანძრო განგაში ჩართო, რათა მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან დერეფანში გამოსულიყვნენ. ამის შემდეგ დაიწყო სროლა.


ფლორიდის სკოლაში 19 წლის ბიჭმა 17 ადამიანი მოკლა