ახალ ზელანდიაში კვირაში ოთხი დღე იმუშავებენ და ანაზღაურებაც არ შეუმცირდებათ
ახალ ზელანდიაში 16 კომპანიის 200-მდე თანამშრომელი ახალი გრაფიკით იმუშავებს. ისინი კვირაში ხუთის ნაცვლად, ოთხი დღე იქნებიან სამსახურში, თუმცა ანაზღაურება არ შეუმცირდებათ. ინიციატივა თავად დამსაქმებელ კომპანიებს ეკუთვნით. მათი ვარაუდით, ეს მეთოდი თანამშრომლების შრომისუნარიანობას გაზრდის. ინიციატივა საცდელია და ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. თუ იდეა გაამართლებს, კომპანიები 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავლენ. იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ თანამშრომლებს მოტივაცია გაეზრდებათ და მეტად აქტიურები იქნებიან სამუშაო პოზიციებზე.