ნათია თოდუას ახალი სიმღერა My Own Way – ინტერნეტს იპყრობს
სიმღერით, My Own Way, ნათია თოდუა "ევროვიზიის" შიდაშესარჩევ კონკურსზეც წარდგება, რომელიც ბერლინში 22 თებერვალს გაიმართება. ქართველი მომღერალი იმ ექვს კონკურსანტს შორის მოხვდა, რომელთაგან ერთ-ერთი 2018 წლის "ევროვიზიის" კონკურსზე გერმანიას წარადგენს.